დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს

დღეს 13:49
120
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. ფოტო: დეკანოზის ფეისბუქ-გვერდი დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. ფოტო: დეკანოზის ფეისბუქ-გვერდი

მართლმადიდებელ ჟურნალისთტა კავშირის ქართულ რედაქციასთან დეკანოზმა ისაუბრა გასაჯაროებულ დოკუმენტზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილის კომენტარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მართლამდეიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ამერიკული რედაქციის მიერ გავრცელებულ დოკუმეტზე რომელიც ეხება კონსტანტინოპოლის მიერ მომზადებულ ანგარიშს სადაც აღწერილია თვალთვალი, პრეზიდენტის ჩარევა და მცდელობები, ხელი შეეშალათ დელეგაციისთვის უკრაინის დატოვებაში.

ჟურნალისტი: მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ამერიკული რედაქციის ცნობით, მათ გადაეცათ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსისადმი მომზადებული დოკუმენტი. მასში აღწერილია 2018 წელს უკრაინაში ჩატარებული ,,გამაერთიანებელი კრების’’ წინ და უშუალოდ კრების მინდინარეობისას განვითარებული მოვლენები. რედაქცია დოკუმენტის ავტორად ანკარის მიტროპოლიტ გრიგოლს ასახელებს, რომელიც იმ პერიოდში ფანარის საპატრიარქო კარის დიაკვანი იყო. 20-ზე მეტ გვერდიან ანგარიშში საუბარია კონსტანტინოპოლის დელაგაციის თვალთვალზე, უკრაინის პრეზიდენტის ჩარევაზე და მცდელობებზე ხელი შეეშალა დელეგაციისთვის ქვეყნის დატოვებაში. მასალაში ასევე აღწერილია პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც საეკლესიო გაერთიანების პროცესს ახლდა. როგორ აფასებთ ამ მოვლენებს? თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეკლესიისთვის, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საეკლესიო საკითხების გადაწყვეტას, პოლიტიკური ჩარევა და პოლიტიკური ზეწოლა ახლავს? 

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი: მადლობა შეკითხვისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია, რათქმაუნდა გავრცელდა და მეც წავიკითხე, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ მე ვერ დავეყრდნობი ამ ინფორმაციის სიზუსტეს, ბუნებრივია. როგორც ვკითხულობთ, პოლიტიკური ზეწოლა მოხდა საეკლესიო კრებაზე. სასულიერო პირებს უნდოდათ გაერთიანება ორი ეკლესიის გაერთიანება თუარ ვცდები პოროშენკოს მიერ იყო პოლიტიკური ზეწოლა. საიდან გამომდინარე შემაქვს ეჭვი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით? დღეს ხელისუფლებაში არის ზელენსკი, მას მხარს უჭერს დასავლეთი, შესაბამისად პროშონკო ზელენსკის ოპონენტია და დასავლეთის ინტერესებშიც შედის, რომ გაანეტიტრალოს. შესაბამისად მისი განეიტრალებისთვის გამოიყენოს ეს ინფორმაცია. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ საკითხავია. ზოგადად პოლიტიკური ზეწოლა ჩემთვის და როგორც საეკლესიო სწავლებაა, არ არის სწორი რადგან ეკლესიამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რათქმაუნდა მიუღებელია, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად არის ეს ინფორმაცია სიმართლე. თუმცა ამასთან ერთად დავამატებ იმასაც, რომ ეს ორი ეკლესია რომელზე არის საუბარი დოკუმენტში არ არის კანონიკური ეკლესიები, მინდა ეს ავღნიშნო რადგან მსმენელისთვის და მკითხველისთვის გასაგები იყოს ჩემი პოზიცია. 

ამ თემაზე გასაჯაროებული საეკლესიო დოკუმენტი: პოროშენკოს ზეწოლა 2018 წლის გაერთიანების კრებაზე
კონსტანტინოპოლის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღწერილია თვალთვალი, პრეზიდენტის ჩარევა და მცდელობები, ხელი შეეშალათ დელეგაციისთვის უკრაინის დატოვებაში.

ჟურნალისტი:
გასაგებია…როგორ შეიძლება მსგავსი მოვლენები აისახოს მრევლის ნდობაზე საეკლესიო ინსტიტუტების მიმართ?

დეკანოზი:
მრევლის ნდობაზე საეკლესიო ინსტიტუტების მიმართ რათქმაუნდა შეიძლება აისახოს რადგან ეს მოქმედებს ადამიანზე, მააგრამ აქ არის მეორე რამ გასათვალისწინებელი, ძველ აღთქმაში წერია ასეთი რამ, ზუსტად არ მახსოვს რომელი თავია შევეცდები ზუსტად გითხრათ: ,, ჩვენთან იყვენენ და ჩვენგან წავიდნენ რადგან, ჩვენთაგანი არ იყვნენ”.
მრევლი რომელიც პოლიტიკურ ზეწოლას დაინახავს სასულიერო პირის მიმართ ან სასულიერო პირთა ჯგუფის მიმართ და დაბრკოლდება ეკლესიის მამრთ, ეს მრევლი სინამდვილეში არ არის მრევლი. 
ჩვენ არა მარტო პოლიტიკურ ზეწოლას განვიცდით, საერთოდ სიკვდილის საფრთხის წინაშე ისტორიის მანძილზე არაერთი სასულიერო პირი დამდგარა. მაგალითად 3 საუკუნის განმავლობაში სანამ კონსტანტინე დიდი მილანის ედიქტით გამოაცხადებდა ქრისტიანთა დევნის შეწყვეტას, მანამდე საეკლესიო ისტორიაში დაფიქსირებულია 10 მსოფლიო დევნა. ეს იმას ნიშნავს რომ ყველა თაობაში იყო დევნა. ასე, რომ მრევლზე რომელზედაც მოქმედებს პოლიტიკური ზეწოლა,(არ მინდა რომ მსმენელმა უარყოფითად გაიგოს) მინდა მივმართო ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ, სადაც მარტო ანგელოზები არ მოქმედებენ, ეშმაკებიც მოქმედებენ და სწორედ ამ ბოროტ ძალასთან წინააღმდეგობა არის ცხონების გზა. ზოგჯერ სასულიერო პირიც შეიძლება დაეცეს, მაგალითად მოხვდეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა გავუგოთ თუ კი ეს იქნება ტოგმატების გმობა. ასე რომ კი ერთი შეხედვით შეიძლება ამ ყველაფერმა იმოქმედოს მრევლზე, მაგრამ გარკვეულად მისი რწმენის სისუსტეზე მეტყველებს ეს.
მალობა შეკითხვისთვის.

ჟურნალისტი:
გასაგებია… დიდი მადლობა თქვენ… 
და ბოლოს, როგორც ქართველი სასულიერო პირი, რას ეტყოდით უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც საეკლესიო დაპირისპირება ტკივილს აყენებს?

დეკანოზი:
ახლა ისეთი ვითარებაა უკრაინაში მორწმუეებისთვის თუ არა მორწუმნეებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ ძნელია რაიმე დამამშვიდებელი უთხრა. სახარებაში წერია 14 000 ჩვილი ბიჭი მოაკვლრვინა ჰეროდემ ბეთლემსა და მის შემოგარენში, იმ იმედით, რომ მათ შორის ახალდაბადებული მესია ანუ მომავალი მეფე იქნებოდა. ძალიან რთულია უკრაინის მოსახლეობას დღეს რამე უთხრა, ქრისტიანებიც და არაქრისტიანებიც ყველა ერთნაირად განიცდის ტკივლის და დევნას, საშინელება ხდება უკრაინაში. მაგრამ რადგან მეკითხებით გეტყვით, რომ უკრაინელბმა უნდა მოძებნონ ძალა საკუთარ თავში და უნდა გააცნობიერონ ის გეოპოლიტიკური ვითარება რაც არის მათ ირგვლივ და მათთან მიმართებაში მსოფლიო ძალების მიმართ, ანუ ისეთი ქვეყნებიდან რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მსოფლიო პოლიტიკურ მდგომარეობაზე ზეგქვლენა მოახდინონ. მე ასე ვიტყოდი თქვენ თუ მიკითხავდით რამ მოხდება უკრაინაში? უკრაინაში მოხდება ჩვეულებრივად დასავლეთის ინტერესების გატარება, ესენი არიან ანგლოსაქსები ,,ევროპა”, ევროკავშირს მე იმედისთვალით ვერ ვუყურებ, ანგლო საქასების ძირითადად ამერიკისა და ბრიტანეთის მეშვეობით და პლიუს ლიბერალური ევროპის მეშვეობით მათ ინტერესებში შედის, რომ მათი კონკურენტი სახელმწიფო რუსეთი რომელიც მზარდია თავისი სიძლიერით, შეაჩერონ მისი ზრდა, პოტენციალი და მისი ამბიციები მოთოკონ ამისთვის იყენებენ მის მეზობლებს. ამ შემთხვევაში იქნა გამოყემებული უკრაინა, მოხდა პროვოცირება ამ ომისა და უკრაინა მსხვერპლად ეწირება დასავლეთის ინტერესებს. აი ეს უნდა გააცნობიეროს პირველ რიგში უკრაინელმა მოსახლეობამ, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც უნდა გააცნობიერონ, სახელმწიოფოს ერთიანობა რომ დაშალო, უნდა დაშალო ეკლესია. აი მაგალითად ჩვენთან შუა საუკუნეებში როგორც კი დაიშალა ერთიანი ეკლესია, მას მერე მრავალ გზის იყო მცდელობა საქართელოს გაერთიანებისა სხვადასხვა მეფეების მიერ, მაგრამ დამთავრდა კრახით და ქართველები ერთმანეთს ხოცავდნენ ამისთვის. უკრაინაშიც ჯერ დაშალეს ეკლესია, ამის შემდეგ უფრო გაადვილდა ამ საშინელი ომის პროვოცირება, რის შედეგადაც ხდება ის რაც ხდება. მე ვისურვებდი და ვთხოვდი მაღალ ღმერთს, რომ შეეწიოს უკრაინის ხალხს, რათა ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამ დროისთვის მართლმადიდებელი უკრაინელი მორწმუნეები არიამ სქიზმაში, მართლმადიდებლური კანონიკური ეკლესია ეს არის ის ეკლესია რომელიც იურიდიულად ექვემდებარება მოსკოვს, უნდათ თუ არ უნდათ ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია. ვიღაცას ეს მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს მაგრამ უნდა დაუბრუნდნენ რადგან ეს არის ჭშმარიტი ეკლესია. ამ გაყოფამ სადამდე მიიყვანა უკრაინა ფაქტია, მე ვუსურვებდი, რომ ჭეშმარიტ ეკლესიას დაუბრუნდეს უკრაინის მოსახლეობა. 
მადლობა ამ შეკითხვისთვის.

ჟურნალისტი:
ძალიან დიდი მადლობა მამა სპირიდონ, რომ ჩვენს გვერდით იყავით და მადლობა რომ ჩვენს შეკითხვებს გაეცით პასუხი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ