მამა ანტონის სვეტი — დაუცხრომელი ლოცვის ადგილი მარტყოფში

2825
23 იანვარი 12:52
74
მარტყოფის მონასტერი. ფოტო: მჟკ მარტყოფის მონასტერი. ფოტო: მჟკ

მარტყოფის მონასტრის აღმოსავლეთით აღმართული სვეტის ისტორია ბერ-მონაზონმა სპირიდონ ლაზარიამ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს გააცნო.

მარტყოფის მონასტრის აღმოსავლეთით აღმართულია მამა ანტონის სვეტი — ადგილი, რომელიც განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობით გამოირჩევა საქართველოს მართლმადიდებლური მემკვიდრეობის ისტორიაში. სწორედ აქ, გადმოცემის მიხედვით, მამა ანტონი 15 წლის განმავლობაში ფეხზე მდგომი ლოცულობდა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად.

მამა ანტონის სვეტი — დაუცხრომელი ლოცვის ადგილი მარტყოფში - სურათი 1

სვეტი სიმბოლოდ იქცა ასკეტური ღვაწლისა და თავგანწირული ლოცვისა, რომელიც წმინდა მამებმა ღმერთთან სიახლოვის მოსაპოვებლად აირჩიეს. მამა ანტონის მრავალწლიანი მდუმარე ლოცვა და სულიერი ღვაწლი დღესაც აღძრავს მლოცველთა მოწიწებასა და პატივისცემას.

სვეტის ისტორია მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს ბერ-მონაზონმა სპირიდონ ლაზარიამ უამბო. მისი თქმით, მამა ანტონის ლოცვითი ცხოვრება არა მხოლოდ პირადი სიწმინდისკენ იყო მიმართული, არამედ მთელი კაცობრიობისათვის შეწირულ ღვაწლს წარმოადგენდა.

,,მამა ანტონი იყო მესვეტე რომელმაც 15 წელი ფეხზე მდგომარე გაატარა, ის ამ დროის განმავლობაში ფეხზე იდგა და ადამიანთა ცოდვების გამოსასყოდად ლოცულობდა. მამა ანტონი 13 ასურელი ბერიდან ერთ-ერთი იყო და მან იტვირთა მესვეტეობის ღვაწლი, მესვეტეობა ბერული ცხოვრების ყველაზე მაღალი საფეხურია. დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი ეძინა ფეხზე მდგომს, იმდენად ქონდა გული განათებული წმინდანს, რომ ის ძილშიც კი ლოცულობდა.”

მარტყოფის მონასტერთან დაკავშირებული ეს წმინდა ადგილი დღესაც იზიდავს მომლოცველებს, რომლებიც მამა ანტონის მაგალითში ხედავენ უსიტყვო ლოცვის ძალასა და სულიერი ერთგულების უმაღლეს გამოვლინებას.

,,ღმერთის შემეცნების საიდუმლოება არის ის, რომ რაც იოანეში მოხდა სწორედ ის უნდა მოხდეს ჩვენში. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს რწმენა იესო ქრისტესი, გვწამს იმისა რასაც სახარება გვეუბნება. ჩვენ გვწამს წმინდა წერილის, მაგრამ არ ვკითხულობთ, არ ვუღრმავედბით. ეს არის მუდმივი წყალ გამომდინარე წყარო, რომელსაც ვერასოდეს ვერ გამოლევ და სულ ახალი და ახალი იქნება და რაც მეტს ამოიღებ უფრო მეტი სიმდიდრე აღმოცენდება, ეს თვისება აქვს წმინდა წერილს.

ჩვენ გვწამს და გვჯერა სახარების, სახარება გვეუბნება, რომ ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე, მაგრამ კითხვა რომ დავსვათ: რატომ გვჯერა? რატომ გვწამს? თუ ჩვენ თანმიმდევრული ვიქმებით და ამას გავყვებით აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ იგივე გამოცხადება გვაქვს გულში მიღებული რაც იოანე ნათლისმცემელს ქონდა, ოღონდ უფრო შეგრძნების თვალსაზრისით, ფაქიზად და სუსტად, მაგრამ ის შეიძლება გაძლიერდეს და გამტკიცდეს ჩვენში.

მამა ანტონის სვეტი — დაუცხრომელი ლოცვის ადგილი მარტყოფში - სურათი 2

მამა ანტონის სვეტი

ჩვენ ვიცით განსაცვიფრებელი რამ, ჩვენ ვიცით რომ ღმერდი არის მამა, ძე და სულიწმინდა. ჩვენ რომ შინაგანად, ინტუიციურად და მადლისმიერად ეს ცოდნა რომ არ გვქონდეს, ეს გომებისათვის იმდენად მიუღებელი ფორმულირებაა ეს ყოფიერების, რომ ჩვენი გონება აღუდგებოდა მას და არაფრით არ მიიღებდა. ისე როგორც სხვა სარწმუნოების წარმომადგენელს ან ვინც საერთოდ არ დადის ეკლესიაში. რომ ვცადოთ ჩვენ მათთვის ახსნა, არაფერი არ გამოვა რადგან ადამიანის გონება აპროტესტებს. ჩვენი გონება და ინტელექტუალური აპარატი ამას არ აპროტესტებს, მაშინ აჯობა ჩვენმა შინაგანმა ცოდნამ რომლის საფუძველის არის არა ლოგიკა არამედ რწმენა. პავლე მოციქული ამბობს: ,,რწმენა არის რაც უხილავი და მიუწვდომელია გონებისთვის იმის შესახებ ცოდნას რომ აძლევს და იმას რომ წარმოაჩენს და გამოაჩენს.”

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ