შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''

დღეს 16:59
8
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა. ფოტო: მჟკ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა. ფოტო: მჟკ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით მისალოცი მიმართვა გაავრცელა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ვეტერანებს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა და ქვეყნის სამსახურში მათი თავდადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასო ვეტერანებო, პატივისცემით მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს!“ — აღნიშნა პატრიარქმა.

მისალოც მიმართვაში შიო III-მ გაიხსენა საქართველოს ისტორიაში სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითები. მისი თქმით, რწმენითა და მამულის ერთგულებით განმტკიცებული წინაპრები საუკუნეების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობასა და მშვიდობას.

ამ თემაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა საერთაშორისო სიმპოზიუმზე
საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და სარწმუნოების, სამშობლოსა და მოყვასისადმი ერთგულებაზე ისაუბრა.

პატრიარქმა ვეტერანთა ღვაწლი ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელ ნაწილად შეაფასა და მათ მიმართა:

„თქვენი ღვაწლიც ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელი ნაწილია. განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას.“

საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა გარდაცვლილი თანამებრძოლებიც მოიხსენია და მათი სულების განსვენებისთვის უფალს შეავედრა:

„სამწუხაროდ, ბევრი თქვენი თანამებრძოლი გამოაკლდა ამ წუთისოფელს. შევთხოვთ უფალს, მართალთა სავანეში დააწესოს მათი სულები.“

მიმართვის დასასრულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანები, მათი ოჯახები და სრულიად საქართველო დალოცა:

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგმადლოთ თვისი მადლი და წყალობა თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, ამინ!“

მართლმადიდებელ ჟურნალისთთა კავშირი ადრე წერდა: თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიხსნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ