სასულიერო პირთა გადამზადება ღირებულებითი განათლების მიმართულებით გრძელდება

2824
26 აგვისტო 15:50
23
სასულიერო პირთა გადამზადება ღირებულებითი განათლების მიმართულებით სასულიერო პირთა გადამზადება ღირებულებითი განათლების მიმართულებით

24–26 აგვისტოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის, ნეკრესის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიების სასულიერო პირებისთვის ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამის ფარგლებში მორიგი გადამზადება გაიმართა.

სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადება გრძელდება.

24–26 აგვისტოს გამართულ გადამზადებაში მონაწილეობდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის, ნეკრესის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიების სასულიერო პირები.

გადამზადების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის, არაფორმალური განათლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ღირებულებით და ცხოვრებისეულ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის.

გადამზადებული სასულიერო პირები სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბებს გაუძღვებიან და მოზარდებთან შეხვედრებს არაფორმალური განათლების ფორმატში წარმართავენ.

პროგრამის მთავარი მიზანია სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ღირებულებებზე დაფუძნებული გარემოს გაძლიერება, რაც ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოებაში მათი პასუხისმგებლიანი ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ