ბოლნისის სიონში მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მეუფემ ტაძარში შეკრებილი სკოლის მოსწავლეები დალოცა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
13 სექტემბერს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სკოლის მოსწავლეები დალოცა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მეუფემ მოსწავლეებს სწავლასა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მოუწოდა, განათლებასთან ერთად სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების გაძლიერებაზეც იზრუნონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09