აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია

2824
03 ივლისი 15:27
24
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფოტო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფოტო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მეუფე დავითმა დაათვალიერა საქართველოს ქრისტიანული და სამწიგნობრო მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), რომელმაც დაათვალიერა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.

ვიზიტის ფარგლებში მეუფე დავითმა დაათვალიერა საქართველოს ქრისტიანული და სამწიგნობრო მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები და საარქივო მასალა, მათ შორის V–XVIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი ძეგლები. აღნიშნულმა ექსპოზიციამ წარმოაჩინა ქართული ქრისტიანული ტრადიციის უწყვეტობა და იმ ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ეკლესიისა და კულტურის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პროფესიულ კოლეჯ „ქართლის“ დარბაზში ბავშვთა გუნდი „ახალი ბანას“ საანგარიშო კონცერტი გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ