ღირებულებითი განათლების კლუბების დაფუძნება სკოლებში გრძელდება

15 სექტემბერი 21:36
140
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. ფოტო: საზუ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. ფოტო: საზუ

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი სასულიერო პირი გადამზადდა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს კი საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით, სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების დაფუძნება გრძელდება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები და სხვადასხვა თემაზე მსჯელობა მიზნად ახალგაზრდებში ღირებულებების, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერებას ისახავს.

ღირებულებითი განათლების მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით უკვე გადამზადდა 400-ზე მეტი სასულიერო პირი, რომლებიც სკოლებში ახალგაზრდებთან შესაბამისი შინაარსის შეხვედრებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობენ.

პროექტის ფარგლებში შექმნილი კლუბები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასულიერო პირებთან და თანატოლებთან ერთად იმსჯელონ, დასვან კითხვები და სხვადასხვა საკითხი ღირებულებითი და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჭრილში განიხილონ.

ღირებულებითი განათლების პროგრამა საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად ფართოვდება და ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში ახალი კლუბების დაფუძნება კვლავ გრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში საკვირაო სკოლა გაიხსნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ