რენესა და ანჟეში ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს

2 სექტემბერი 14:28
152
მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 4–6 სექტემბერს სამრევლოებში საღამოს მსახურება და საღვთო ლიტურგიები ჩატარდება.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 4–6 სექტემბერს, ქ. რენესა და ქ. ანჟეს ქართულ სამრევლოებში ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

4 სექტემბერს, პარასკევს, ქ. რენეში საღამოს ღვთისმსახურება 18:00 საათზე დაიწყება. მსახურების დასრულების შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ინდივიდუალურად შეხვდნენ მოძღვარს და ჩააბარონ აღსარება.

5 სექტემბერს, შაბათს, ქ. რენეში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე აღევლინება.

6 სექტემბერს, კვირას, საღვთო ლიტურგია ქ. ანჟეში 10:00 საათზე დაიწყება.

სამრევლოს მრევლი და ყველა მსურველი მიწვეულია ღვთისმსახურებებზე დასასწრებად და ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 25 ივლისს ნიცაში, წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ