ზვიად სეხნიაშვილი და რუსუდან შაიშმელაშვილი უკრაინაში მოკლულ ბერზე კომენტარს აკეთებენ

29 აგვისტო 15:34
728
ბერი ბარსონოფი. ფოტო: სვიატოგორსკის ლავრა ბერი ბარსონოფი. ფოტო: სვიატოგორსკის ლავრა

,,ეს არის მეორედ მოსვლა, სხვა არაფერი'' - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჟურნალისტი.

2026 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე, უცნობი თავდამსხმელების ჯგუფი თავს დაესხა მონასტრის მაცხოვრებლებს, წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრის ზედა ნაწილში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან არც თუ ისე შორს. მოკლეს ბერი ბარსანოფი (ტურიანსკი), ხოლო მძიმედ დაიჭრნენ ბერი გრიგოლი და მონასტრის მორჩილი ანდრეი კირიენკო.

ბერის მკვლელის ვინაობა უცნობია. წინასწარი გამოძიება გრძელდება და პოლიცია დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ქართული ფილიალი გთავაზობთ მომხდართან დაკავშირებით აღშფოთებული ქართული საზოგადოების წევრების კომენტარს.

ზვიად სეხნიაშვილი - საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელი; ,,ის ამაზრზენი ამბავი, რომ პოლიტიკური მიზნების გამო ერჩიან ეკლესიებს, სასულიერო პირებს, სასულიერო მოღვაწეებს და ავიწროებენ, მითუმეტეს ხელყოფენ მათ სიცოცხლეს, ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ამბავი. ღმერთმა სასუფებველი დაუმკვიდროს სასტიკად მოკლულ ბერს. ვინც დევნაში არიან, მათ დიდი საზღაური ელით ზეცაში. არავინ არ დარჩება დაუსჯელი, ვინც უფლის შვილებზე ხელს აღმართავს.''

ღმერთმა ინებოს რომ მშვიდობა იყოს სამყაროში, შფოთისაგან მოისვენოს და ერთხელ და სამუდამოდ სიყვარულით იყვნენ ერთმანეთის მიმართ განმსჭვალული.''

ასევე აღშფოთებას გამოხატავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჟურნალისტი, რუსუდან შაიშმელაშვილი: ,, მინდა გამოვეხმაურო 23 აგვისტოს უკრაინაში მომხდარ ტრაგედიას, კერძოდ, სვიატოგორსკის ლავრაში ბერის სასტიკად მკვლელობას. როდესაც XXl საუკუნეში ასეთი ფაქტი ხდება, ალბათ ეს არის მეორედ მოსვლა. ჩემთვის ეს არის მეორედ მოსვლა, რომ ბერს, რომელმაც მთელი ცხოვრება ქრისტეს შესწირა, ასე ულმობელად მოექცნენ. მიუხედავ იმისა, რომ წამება გარდაუვალი იყო, მისი ბოლო სიტყვები იყო ,,დიდება უფალს!'' ამ სიტყვებით აღესრულა იგი.'' 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ