პატრიარქმა შიო III-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩაატარა სადღესასწაულო ღვთისმსახურება

28 აგვისტო 14:45
184
პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ

ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მიბრძანდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების — მარიამობის — ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.

მარიამობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები განსაკუთრებული ლოცვითა და სულიერი სიხარულით აღნიშნავენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულსა და მის ზეცად აღსვლას.

სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე საზეიმო ღვთისმსახურებას სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი ესწრებიან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარიამობას პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს საღვთო ჟამისწირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ