საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების — მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების აქტი გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.
შეწყალება შეეხო 217 პირს, რომლებიც საპატიმრო სასჯელს იხდიდნენ, 6 პირს — არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირებს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა.
შეწყალების გადაწყვეტილება ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პრეზიდენტი მილოცვის წერილს აქვეყნებს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
გუშინ 19:08