მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა სქემ-არქიმანდრიტ საბას საფლავზე პანაშვიდი აღასრულა.
22 აგვისტოს, საბას კოშკის წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია აღავლინა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა პანაშვიდი აღასრულა სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) საფლავზე.
22 აგვისტო მამა საბას დაბადების დღეა — წელს მას 52 წელი შეუსრულდებოდა. მან თავისი მიწიერი ცხოვრება უფლისა და წმინდა ეკლესიის ერთგულ მსახურებას მიუძღვნა და მრავალი ადამიანის გულში ნათელი კვალი დატოვა.
მისი ხსოვნა ლოცვითა და პატივისცემით კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბას კოშკის წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბერმუხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
გუშინ 19:08