იგეგმება ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მოხატვა

17 აგვისტო 10:57
162
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცა.

2026 წლის 16 აგვისტოს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცა.

მეუფე მელქისედეკმა ტაძარში ილოცა და ადგილობრივ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ტაძრის მდგომარეობას გაეცნო.

მეუფის ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მოხატვა იგეგმება. აღნიშნული სამუშაოები ტაძრის სულიერი და მხატვრული იერსახის კიდევ უფრო გამდიდრებას შეუწყობს ხელს.

საკათედრო ტაძარი ხარაგაულში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სულიერ კერას წარმოადგენს და მისი მოხატვის განხორციელება მრევლისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზესტაფონში კვალითის დასაზლებაში ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ