დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში „ღირებულებითი განათლების“ შეხვედრა გაიმართა

2824
10 აგვისტო 19:04
17
დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი. ფოტო: საზუ დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი. ფოტო: საზუ

პროექტის ფარგლებში მოზარდებს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესაუბრებიან, შეხვედრის შემდეგ კი „იცანის“ ორგანიზებით თეატრალური წარმოდგენა იმართება.

დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. პროექტს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდული სააგენტო თანამშრომლობით ახორციელებენ.

შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საპატრიარქოს წარმომადგენლები ღირებულებითი განათლების მნიშვნელობის, პიროვნული განვითარების, პასუხისმგებლობისა და საზოგადოებაში ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ ესაუბრებიან.

მიმდინარე წელს დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი უძღვებოდა.

საგანმანათლებლო შეხვედრის დასრულების შემდეგ მოზარდებისთვის თეატრალური წარმოდგენა გაიმართა, რომელიც შემეცნებითი გაერთიანება „იცანის“ ორგანიზებით მოეწყო. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიღებული ინფორმაცია და თემატიკა თეატრალური ფორმითაც გაიაზრონ.

პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ასობით მოზარდი მიიღებს. მისი მიზანია ახალგაზრდებში ღირებულებებზე დაფუძნებული აზროვნების, პიროვნული პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მომლოცველობითი მსვლელობა დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ