ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

2824
08 აგვისტო 20:24
21
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიცვალებულთა მოსახსენებელი პანაშვიდი შეასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიცვალებულთა მოსახსენებელი პანაშვიდი შეასრულა

მიტროპოლიტმა იოანემ აგვისტოს ომის მემორიალთან სამშობლოსთვის თავდადებულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

8 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მოსახსენებლად, ქუთაისში, აგვისტოს ომის მემორიალთან, მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა.

პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ შეასრულა.

ლოცვისას მეუფემ მოიხსენია აგვისტოს ომში დაღუპულნი და პატივი მიაგო სამშობლოს დაცვისთვის თავგანწირულ გმირთა ხსოვნას.

8 აგვისტო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, 8 აგვისტოს ეკლესია 2008 წლის ომში დაღუპულთა სულებისთვის ლოცვას აღავლენს.

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ