ჩეხეთის ელჩი ფოთისა და ხობის ეპარქიას ეწვია

2824
31 ივლისი 22:34
17
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

პეტრ კუბერნატმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს 70 წლის იუბილე, მღვდელმთავრობის 30 წლისთავი და ახალი წიგნის გამოცემა მიულოცა.

2026 წლის 30 ივლისს ფოთისა და ხობის ეპარქიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი პეტრ კუბერნატი (Petr Kubernát).

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა მოინახულა ფოთის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, რის შემდეგაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერთან არსებულ საეპარქიო სახლში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მეუფე გრიგოლმა ელჩი დალოცა და საქართველოს ეკლესიის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე მისიაზე ესაუბრა. მან ასევე დალოცა საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა, მადლობა გადაუხადა ბატონ პეტრ კუბერნატს სტუმრობისთვის და წარმატება უსურვა ქართულ-ჩეხური ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებაში.

საეპარქიო სახლში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის ელჩმა მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად დაათვალიერა „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“, გაეცნო სასწავლებლის საგანმანათლებლო გარემოსა და საქმიანობას, შეხვდა პროფესორ-მასწავლებლებს და დაესწრო მიტროპოლიტ გრიგოლის ახალი წიგნის – „ნარკვევები ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების შესახებ“ – პრეზენტაციას.

წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის უნივერსიტეტში ჩამობრძანებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები – სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ კუბერნატმა. მან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს დაბადებიდან 70 წლის იუბილე, მღვდელმთავრობის 30 წლისთავი და ახალი წიგნის გამოცემა მიულოცა, ხოლო თავის გამოსვლაში ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

ჩეხეთის ელჩი ფოთისა და ხობის ეპარქიას ეწვია - სურათი 1
ჩეხეთის ელჩი ფოთისა და ხობის ეპარქიას ეწვია - სურათი 2
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ