2 აგვისტოს პატრიარქი შიო III სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

2824
31 ივლისი 17:07
20
საქართველოს პატრიარქი შიო lll. ფოტო: საზუ საქართველოს პატრიარქი შიო lll. ფოტო: საზუ

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება; ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარებიც შეიკრიბებიან.

ამა წლის 2 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III საღვთო ლიტურგიას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს, ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად, სამების საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბებიან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების წარმომადგენლებიც.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეროვნულ სასახლეში გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ