შემოქმედის ეპარქიაში 36 სასულიერო პირს სერტიფიკატი გადაეცა

2824
31 ივლისი 16:43
20
სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა. ფოტო: საზუ სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა. ფოტო: საზუ

გადამზადების კურსი სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებასა და სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის მხარდაჭერას ემსახურებოდა.

2026 წლის 30 ივლისს, ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, შემოქმედის ეპარქიაში განხორციელებული გადამზადების პროგრამა დასრულდა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, მონაწილეებს გააცნო ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის ძირითადი პრინციპები, სასკოლო გარემოში სასულიერო პირების როლი და მოსწავლეებთან მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა, მღვდელმა ნიკოლოზ როინიშვილმა, მონაწილეებთან პრაქტიკული სამუშაო სცენარი განიხილა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმა, ჩაატარა ტრენინგი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და არაფორმალური განათლების მიდგომების შესახებ, ხოლო პროგრამის კონსულტანტმა, მანანა ჯინჭარაძემ, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის, ბულინგის პრევენციისა და მსგავს შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების საკითხებზე ისაუბრა.

გადამზადების პროცესში მონაწილე სასულიერო პირებს ასევე შეხვდა ფსიქოლოგი რუსუდან კილაძე, რომელმაც ბავშვთა განვითარების ეტაპებზე, ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროგრამის მიზანი სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და მათი მომზადება ღირებულებითი განათლების კლუბებში ეფექტიანი საქმიანობისთვის, თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით, იყო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ