ახალ საქართველოს უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის მეორე სხდომა გაიმართა
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთხ მაგისტრანტს ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
2026 წლის 29 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის მეორე საჯარო სხდომა გაიმართა.
სხდომაზე წარმოდგენილი იყო ოთხი სამაგისტრო ნაშრომი. კომისიის გადაწყვეტილებით, ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ არქიმანდრიტ ელისე აბრამიშვილს, ლანა ტუღუშს, დეკანოზ ალექსანდრე გიორგაძესა და რამაზ დიასამიძეს.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ულოცავს კურსდამთავრებულებს მაგისტრის აკადემიური ხარისხის წარმატებით მოპოვებას და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.