ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა
კომისიის გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 12 მაგისტრანტს მიენიჭა.
2026 წლის 28 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის საჯარო სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ფსიქოლოგიის მიმართულების 12 სამაგისტრო ნაშრომი.
დაცვის დასრულების შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ: ანნა ადამიას, ნინო ბალავაძეს, მაია ბლადაძეს, სოფიო ბუკიას, ლელა ინაშვილს, ნატალია კარიაულს, მარიამ კიკვილაშვილს, მღვდელ-მონაზონ კონსტანტინე ლურსმანაშვილს, თამარ სიხარულიძეს, თინათინ ჩხიკვიშვილს, ლელა ჭურაძესა და გვანცა ჭყონიას.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ულოცავს კურსდამთავრებულებს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის წარმატებით მოპოვებას და მომავალ პროფესიულ თუ აკადემიურ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.