დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის მორიგი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოსა და ახალგაზრდული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივა ზაფხულის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ბანაკში გაგრძელდება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდული სააგენტოს თანამშრომლობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია, მორიგი შეხვედრა 2026 წლის 26 ივლისს დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში გაიმართა.
შეხვედრას მღვდელი საბა გაზდელიანი უძღვებოდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს „ღირებულებითი განათლების“ მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათთან საინტერესო დისკუსია გამართა.
პროექტის ფარგლებში ლექციის შემდეგ გაიმართა თეატრალური წარმოდგენა, რომელიც შემეცნებითმა გაერთიანება „იცანმა“ წარმოადგინა.
პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ქვეყნის სხვადასხვა ახალგაზრდულ ბანაკში ასობით მოზარდს გააერთიანებს, რათა მათთვის ღირებულებებზე დაფუძნებული განათლებისა და კულტურული აქტივობების სივრცე შეიქმნას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.