ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ადიქციის პრევენციის თემაზე ლექცია გაიმართა

2824
30 ივლისი 13:33
20
ადიქციის შესახებ ლექცია ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში. ფოტო: საზუ ადიქციის შესახებ ლექცია ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში. ფოტო: საზუ

საქართველოს საპატრიარქოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ფსიქო-სოციალურ, სულიერ და დამოკიდებულებების პრევენციის საკითხებზე ესაუბრნენ.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ადიქციის, ფსიქო-სოციალური და სულიერი პრობლემების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა.

პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მიზნად ახალგაზრდებში დამოკიდებულებების პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს. შეხვედრებს სასულიერო პირები და ფსიქოლოგები უძღვებიან, ხოლო ყოველწლიურად მათ ათასობით სტუდენტი ესწრება.

პროექტის ფარგლებში, 26 ივლისს, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა და ფსიქოლოგმა თამაზ ტუღუშმა ერთობლივი ლექცია გამართეს. მომხსენებლებმა ისაუბრეს ნარკო-, ალკო-, თამბაქო- და გაჯეტდამოკიდებულების გამომწვევ მიზეზებზე, მათგან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე პრევენციისა და პრობლემების დაძლევის გზებზე.

შეხვედრას სამედიცინო უნივერსიტეტის 200 სტუდენტი დაესწრო, რომლებმაც მომხსენებლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სულიერი ასპექტების შესახებ.

დღის პროგრამა თეატრალური წარმოდგენით – „წითელი ანარეკლი“ დასრულდა, რომელიც 1937 წლის რეპრესიების ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება.

პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ