ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
31 ივლისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტი უმასპინძლებს ახალი გამოცემის ოფიციალურ წარდგენას.
2026 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის „ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები“ პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს გამოცემას, მის ძირითად თემებსა და ავტორის ხედვას ქრისტიანული მოძღვრების ფუნდამენტური საკითხების შესახებ.
წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან სასულიერო პირები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ღონისძიებაზე დასასწრებად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.