მიტროპოლიტმა სტეფანემ კვათანის წმინდა მთავარანგელოზთა ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

2824
23 ივლისი 19:57
14
 წირვა კვათანის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში. ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია წირვა კვათანის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში. ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია

მეუფემ 104 წლის დავით კაჭარავა დალოცა და ღვთისმსახურების შემდეგ სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

23 ივლისს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალიჯაშვილმა) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კვათანში, წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მათ უფლის მადლი, მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.

ამავე დღეს მეუფე სტეფანემ დალოცა აბაშის მუნიციპალიტეტის უხუცესი მცხოვრები, 104 წლის დავით კაჭარავა. მღვდელმთავარმა მას მხნეობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ღვთის შეწევნა უსურვა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი კვათანის მოსახლეობას შეხვდა, გაესაუბრა მათ სოფლისა და ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა,რომ ქალაქ კემპერის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლოში წმინდა გიორგის ხატი აკურთხეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ