ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვის წერილი

2824
23 ივლისი 18:40
10
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბატონ შოთა ჯაფარიძეს. ფოტო: საზუ კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბატონ შოთა ჯაფარიძეს. ფოტო: საზუ

საქართველოს საპატრიარქო ქართული მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელსა და ღვაწლმოსილ ექიმს საიუბილეო თარიღს ულოცავს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ქართველი მედიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის, ბატონი შოთა ჯაფარიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს.

„ქართული მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ღვაწლმოსილ ექიმსა და მეცნიერს, მრავალი თაობის აღმზრდელს, ბატონ შოთა ჯაფარიძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 80 წელს.

მისი ხანგრძლივი და თავდადებული პროფესიული მოღვაწეობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. იგი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში თანამედროვე ოტორინოლარინგოლოგიის განვითარებაში.

მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევა უკავშირდება, რომელთა წყალობით უამრავ ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა.

ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა და მისი ოჯახი. ვევედრებით უფალს, მიმადლოს მას მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა კვლავაც დიდხანს ემსახუროს საყვარელ საქმეს, ხალხსა და სამშობლოს,“ – აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგება თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ