დაიწყო თუშეთის მოლოცვითი მოგზაურობა 2026
მომლოცველები თუშეთის წმინდა ადგილებს სტუმრობენ; 23 და 24 ივლისს ღვთისმსახურებები დიკლოსა და ომალოშიც გაიმართება.
თუშეთის მოლოცვითი მოგზაურობა 2026 ოფიციალურად დაიწყო. მომლოცველები ტრადიციულად თუშეთის წმინდა სალოცავებსა და ტაძრებს სტუმრობენ, სადაც ღვთისმსახურებები აღესრულება.
20 ივლისს, ცერის წმინდა სამების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დეკანოზმა ზაქარიამ და ბერ-მონაზონმა რაფაელმა აღავლინეს.
21 ივლისს პარაკლისი სოფელ დიკლოში შესრულდა, ხოლო მომდევნო დღეს ღვთისმსახურება სოფელ დიკლოს მიმდებარედ, ბიჭეხის სალოცავში აღევლინა.
მოლოცვითი მოგზაურობის პროგრამის ფარგლებში, 23 ივლისს დაგეგმილია სოფელ დიკლოს სხურება, ხოლო 24 ივლისს პარაკლისი სოფელ ომალოში ჩატარდება.
თუშეთის მოლოცვითი მოგზაურობა ყოველწლიურად მრავალ მომლოცველს აერთიანებს და რეგიონის ისტორიულ-სულიერი მემკვიდრეობის გაცნობასა და საერთო ლოცვაში მონაწილეობას ემსახურება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია.