სტეფანწმინდაში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
203-ე საზაფხულო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერს ეწვივნენ, სადაც მათთვის პარაკლისი და ქრისტიანულ ღირებულებებზე შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.
2026 წლის 19 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მორიგი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება განახორციელა.
პროექტის ფარგლებში 203-ე საზაფხულო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სტეფანწმინდას ეწვივნენ. დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის პარაკლისი აღევლინა, რის შემდეგაც მათ მონასტრის სიწმინდეები დაათვალიერეს.
ამავე მონასტერში მოქმედ ბიბლიოთეკაში გაიმართა შემეცნებითი შეხვედრა, სადაც მონაწილეებს ქრისტიანულ ღირებულებებზე ესაუბრნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და ბავშვებსა და მშობლებს საშუალება მიეცათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით განხორციელებული აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათი სულიერი და კულტურული განვითარების მხარდაჭერას, ასევე ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობის შექმნას. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში მიბრძანდა.