სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა აღევლინა ზუგდიდის წმ.მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარში

2824
12 ივლისი 15:29
13
პეტრე-პავლობის დღესასწაული ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ფოტო: მჟკ პეტრე-პავლობის დღესასწაული ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ფოტო: მჟკ

სადღესასწაულო წირვა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.

12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც მოციქულთა მარხვის (პეტრე-პავლობის მარხვის) დასრულებას აგვირგვინებს და იმ ორი უდიდესი წმინდა მოღვაწის ხსოვნას ეძღვნება, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს ქრისტიანობის გავრცელებასა და ეკლესიის დაფუძნებაში.

პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა, ზუგდიდის წმ.მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარში,
წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს, დალოცა და მიულოცა დღევანდელი დღესასწაული.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ