სურამისა და ხაშურის ეპარქია მეუფე გიორგის ანგელოზის დღეს ულოცავს

10 ივლისი 11:15
225
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი  (ჯამდელიანი). ფოტო: ეპარქიის გვერდი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). ფოტო: ეპარქიის გვერდი

მილოცვის წერილი ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

სურამისა და ხაშურის ეპარქია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ანგელოზის დღეს ულოცავს.

მილოცვის წერილი ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, ყოვლადუსამღვდელოეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ვულოცავთ მფარველი წმინდანის — ღირსი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს. ვუსურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ“, — აღნიშნულია მილოცვაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსი გიორგი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად საზოგადოებას მოუწოდებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ