მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხს უმასპინძლა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქრისტიან და მუსლიმ თემებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.
2026 წლის 19 ივნისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის ეპარქიაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხ ჰაჯი ფაიგ ნაბიევს უმასპინძლა.
შეხვედრა მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოში გაიმართა. მხარეებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურთიერთპატივისცემასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთგაგებას ეფუძნება.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქრისტიან და მუსლიმ თემებს შორის მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა გაიმართა.