ქუთაისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი 10:58
117
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

შეხვედრას გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზმა უმასპინძლა.

9 ივლისს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით, ქუთაისში, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის მიმართულებები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საპატრიარქოს სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კოორდინაციის გაძლიერებასა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრას, რომლებიც სასულიერო და ზოგადი განათლების განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ოქონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხეს.

ქუთაისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ