გელათის სასულიერო აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენი დროის წმინდანები“ გაიმართა

8 ივლისი 16:53
252
კონფერენცია – „ჩვენი დროის წმინდანები“ . ფოტო: გელათის სასულიერო აკადემია კონფერენცია – „ჩვენი დროის წმინდანები“ . ფოტო: გელათის სასულიერო აკადემია

თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა თანამედროვე მართლმადიდებელი წმინდანების ცხოვრებასა და სულიერ მემკვიდრეობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს.

2026 წლის 4 ივნისს, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო ბილინგვალური კონფერენცია თემაზე – „ჩვენი დროის წმინდანები“ (Student Scientific Bilingual Conference – “Saints of Our Time”).

კონფერენცია მიეძღვნა იმ გამორჩეულ მოღვაწეებს, რომლებმაც უახლეს ეპოქაში საკუთარი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და ქრისტესადმი ერთგული აღსარებით თანამედროვე სამყაროში ქრისტიანული სიწმინდის მარადიული მნიშვნელობა წარმოაჩინეს.

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, თანამედროვე წმინდანთა სულიერი მემკვიდრეობის გააზრება და თეოლოგიური საკითხების ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური განხილვა.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა შემდეგი მოხსენებები წარადგინეს:

* გიგა ბოლქვაძემ (II კურსი) – „მამა გაბრიელი აღმსარებელი – ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია“;
* ალეკო წიქორიძემ (II კურსი) – „წმინდა პაისი ათონელი – სულიერი ბრძოლა თანამედროვე სამყაროში“;
* ლუკა მეგრელიშვილმა (III კურსი) – „ბერი პორფირი კავსოკალიველი – სიყვარულის თეოლოგია ბერი პორფირის სწავლებაში“;
* საბა სანიკიძემ (II კურსი) – „წმინდა სოფრონ სახაროვი – ადამიანის პიროვნება და ღვთისშემეცნება“;
* ლუკა თედორაძემ (I კურსი) – „მამა სერაფიმე როუზი – მართლმადიდებლობა დასავლეთში: მისიონერული ხედვა“.

მოხსენებებში განხილული იყო თანამედროვე მართლმადიდებელი წმინდანების სულიერი გამოცდილება, მათი ღვთისმეტყველება და ეკლესიისა და საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

კონფერენციამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, აკადემიურ გარემოში წარედგინათ საკუთარი კვლევები, გაეღრმავებინათ თეოლოგიური ცოდნა და თანამედროვე წმინდანთა მაგალითზე ემსჯელათ ქრისტიანული ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ