საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციას აცხადებს
13 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და ფოტოგრაფები დაიშვებიან.
საქართველოს საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს აცნობებს, რომ 13 ივლისს, სვეტიცხოვლობის (12 მოციქულის ხსენების დღის) საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში იმოქმედებს სპეციალური აკრედიტაციის რეჟიმი.
რეგულაციის მიხედვით, ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები, ოპერატორები და მედიის სხვა წარმომადგენლები. მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სამუშაო სივრცე, ასევე დამზადდება სახელობითი ბეიჯები.
იგივე მოთხოვნები ვრცელდება ფოტოგრაფებზეც.
აკრედიტაციის მისაღებად მედიის წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს შემდეგ ნომერზე: +995 595 80 90 05.
აკრედიტაციის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივლისი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაზიანებულია შლაგბაუმი და ჭიშკარი.