გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-13 ნომერი

2824
09 ივლისი 08:44
20
70 მოციქულის კრება. საპატრიარქოს უწყებანის ახალი ნომრის გარეკანი 70 მოციქულის კრება. საპატრიარქოს უწყებანის ახალი ნომრის გარეკანი

ახალი გამოცემა მოიცავს პატრიარქ შიო III-ის ქადაგებებს, ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სიახლეებს, ისტორიულ და საერთაშორისო თემებს.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გამოცემა „საპატრიარქოს უწყებანი“ 2026 წლის მე-13 ნომრით გამოიცა.

ახალ ნომერში მკითხველი გაეცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგებებს სულთმოფენობიდან მესამე და მეოთხე კვირის შესახებ. ასევე გამოქვეყნებულია პატრიარქის მიმართვა 32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პავლენის“ ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი.

გამოცემაში წარმოდგენილია ეკლესიის ცხოვრების ამსახველი მასალები, მათ შორის: კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ნონა გაფრინდაშვილისადმი, ინფორმაცია აღკვეცისა და ხელდასხმის შესახებ, აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი განცხადება, სამძიმრის ტექსტები, ასევე პუბლიკაცია „სიცოცხლის გადასარჩენად“.

ნომერში ასევე შესულია სასულიერო-შემეცნებითი სტატიები, მათ შორის მეხუთე კვირა სულთმოფენობიდან და პუბლიკაცია „პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა... პავლე – ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის რუბრიკაში გამოქვეყნებულია სამძიმარი ხიზირ დერბიჩევის გარდაცვალების გამო, ასევე ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში დეკორატიული მებაღეობის პროფესიული მომზადების პროგრამის შესახებ.

„უცხოეთის ქრონიკის“ განყოფილებაში მკითხველი გაეცნობა ისრაელში ბიბლიური სამარიის სიწმინდეების კონტროლთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვასა და თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და იერუსალიმის პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას.

ისტორიის მოყვარულთათვის გამოცემაში წარმოდგენილია სტატია – „საქართველოს ეკლესია და მისი დამოუკიდებლობა (წარსული, აწმყო და მომავალი)“.

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-13 ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სპეციალურ სტენდებთან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-11 ნომერი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ