გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-12 ნომერი
ახალი ნომერი მოიცავს პატრიარქის ქადაგებებს, ეკლესიის ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, უცხოეთის რელიგიურ ქრონიკას და ისტორიულ პუბლიკაციებს.
გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-12 ნომერი, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეები, ოფიციალური ცნობები, ქადაგებები და ისტორიული მასალები.
გამოცემის ფურცლებზე მკითხველი გაეცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ქადაგებებს, რომლებიც წარმოთქმულია სულთმოფენობიდან პირველ და მეორე კვირას, ასევე საყოველთაო ნათლობისას.
ნომერში ფართოდ არის გაშუქებული საპატრიარქოში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთისა და სომხეთის ელჩების, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტები.
გამოცემა ასევე მოიცავს მასალებს საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების, სასულიერო პირთა ხელდასხმებისა და დაჯილდოებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში უცხოეთის ქართულ სამრევლოებში სიწმინდეები ჩააბრძანეს.
გაზეთში წარმოდგენილია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობა, მათ შორის „ღირებულებითი განათლების“ პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოება, „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში დაგეგმილი აქტივობები, ასევე ქუთაისისა და გორის სამრევლო სკოლების საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები.
ტრადიციულად, გამოცემა მკითხველს სთავაზობს უცხოეთის რელიგიურ ქრონიკას, სადაც ასახულია კვიპროსის, საბერძნეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკლესიურ და რელიგიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ისტორიულ პუბლიკაციას თემაზე — „ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ: კეთილმსახურების დაცემა და მისი აღდგენის საჭიროება“.
გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-12 ნომრის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სპეციალურ სტენდებთან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოში მართლმადიდებელი ქურთებისა და ეზიდების საეკლესიო თემი დაფუძნდა.