მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
სასულიერო პირებისა და ეპარქიის ჩართულობით მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და მრევლს წმინდა წერილის უკეთ შეცნობაში ეხმარება.
9 ივნისს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, ქუთაისში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი ,,ვიცნობდეთ წმინდა წერილს".
კონკურსში მონაწილეობდნენ: ქუთაისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლის გუნდი „დავითიანი“, სოფელ ოფშკვითის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლის გუნდი „ემანუელი“ და სოფელ გეგუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლის გუნდი „თამარიონი“.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდებში, ისე ფართო საზოგადოებაში ბიბლიური, თეოლოგიური და სულიერი ცოდნის გაღრმავებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ,,ახალი ბანას'' კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ილიას განათლების ფესტივალი 2026“-ს უმასპინძლებს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09