განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია

8 ივლისი 09:26
144
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო რესურსები და განვითარების პერსპექტივები დაათვალიერა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვივნენ.

სტუმრებს უმასპინძლა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), რომელმაც მათ უნივერსიტეტის საქმიანობა, სასწავლო გარემო, მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ დაათვალიერა უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საარქივო რესურსები, სასწავლო აუდიტორიები, სამეცნიერო ლაბორატორიები, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრი და მრავალპროფილური ბიბლიოთეკა.

„ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ახორციელებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებებით. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

ვიზიტისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს უნივერსიტეტის მიმდინარე საქმიანობასა და განვითარების სამომავლო გეგმებზე, რომლებიც რეგიონში უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას ემსახურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ