განათლების მინისტრი გივი მიქანაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია

29 ივნისი 21:59
189
მეუფე სპირიდონმა მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა მეუფე სპირიდონმა მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა

მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის საქმიანობა მეუფე სპირიდონისგან მოისმინეს და მისი როლი მთიანი აჭარის საგანმანათლებლო განვითარებაში შეაფასეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.

მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, სხალთის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სპირიდონმა, რომელმაც სტუმრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა, მიმდინარე პროგრამები და განვითარების გეგმები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სასწავლებელი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა.

„ეს უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მთიანი აჭარის განვითარებაში.

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ ცოდნის გავრცელებას, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – პასუხისმგებლობიანი და მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეების აღზრდას ემსახურება, რაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვიზიტს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე აკადემიურ და პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს. სასწავლებელში შესაძლებელია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიის დაუფლება, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული თუ აკადემიური განათლების მიღება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, მღვდელ ლევან ჭანკვეტაძესთან დიალოგი გაიმართება, თემაზე „თავისუფლება და პასუხისმგებლობა“.

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ