11 ივლისს ბურგ-ან-ბრესის წმინდა გიორგის სამრევლოში საღვთო ლიტურგია და პანაშვიდი გაიმართება

7 ივლისი 18:23
243
პანაშვიდი მიცვალებულთა სულის საოხად პანაშვიდი მიცვალებულთა სულის საოხად

მსახურებას დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღავლენს.

11 ივლისს, შაბათს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ ბურგ-ან-ბრესის (Bourg-en-Bresse) წმინდა გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოში საღვთო ლიტურგია აღევლინება.

წირვას აღასრულებს იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა). ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხდება.

საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. სამრევლო მრევლსა და ქალაქში მცხოვრებ ქართველებს ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

მისამართი:
23 Rue Marion,
01000 Bourg-en-Bresse, France.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა აბრაამმა არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს) მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ