დეკანოზი არსენი ( კვერნაძე) - მთელ ერს ვულოცავ დღევანდელ დღეს

2824
07 ივლისი 15:14
37
დეკანოზი არსენ კვერნაძე.ფოტო: მჟკ დეკანოზი არსენ კვერნაძე.ფოტო: მჟკ

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში იოანე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით, წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლი სხვადასხვა ეპარქიიდან.

მათ შორის იყო დეკანოზი არსენი ( კვერნაძე), რომელმაც დღევანდელი დღე მიულოცა სრულიად საქართველოს.

,,მთელ ერს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. სამი წმინდანის შობას აღნიშნავს ეკლესია განსაკუთრებულად. ერთი რათქმაუნდა მაცხოვრის შობას, ღვტისმშობლის სობას და იოანე ნათლისმცემლის შობას. სხვა მეტი წმინდანის შობა ეკლესიაში საღვთისმსახუროდ არ აღინიშნება. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც თავად უფალი ამბობს, იოანე ნათლისმცემელი არის ყველაზე დიდი, ვინც დედის მუცლისგან იშვა. ყველას ვულოცავ ამ დღეს. ფარავდეს პირველ რიგში ამ ეპარქიას იოანე ნათლისმცემელი, შემდეგ მთელ ერს. იოანე ნათლისმცემელი იყოს მეოხი და გააერთიანოს ერი ქრისტეში. რაც შეეხება ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქის შიო lll-ს ჩამობრძანებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ეპარქიისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ჩხოროწყუსა და სენაკის მმართველი იყო ჩვენი პატრიარქი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომ იგი ღებულობს, როგორც თავად თქვა, სიმდაბლით თავის ჯვარს.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა - ბედნიერია სენაკის მრევლი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ