საირმის მამათა მონასტრის ტაძრის მოხატვა მიმდინარეობს
მეუფე ანტონის ლოცვა-კურთხევითა და კეთილი ადამიანების თანადგომით, მონასტრის ტაძარი ეტაპობრივად იძენს ახალ იერსახეს.
მეუფე ანტონის ლოცვა-კურთხევითა და კეთილი ადამიანების მონდომებით, საირმის მამათა მონასტრის ტაძრის მოხატვა მიმდინარეობს.
მხატვრები ტაძრის ინტერიერს საეკლესიო კანონიკის შესაბამისად ამკობენ, რაც მონასტრის სულიერ და კულტურულ მნიშვნელობას კიდევ უფრო წარმოაჩენს.
მონასტრის საძმო მადლიერებას გამოხატავს ყველას მიმართ, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობს და საკუთარი წვლილი შეაქვს ღვთის სახლის კეთილმოწყობასა და შემკობაში. ტაძრის მოხატვა მნიშვნელოვანი ეტაპია მონასტრის განვითარებაში და მისი დასრულების შემდეგ მომლოცველებს კიდევ უფრო ღირსეულ და სულიერ გარემოში მიეცემათ ლოცვის შესაძლებლობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კეხიჯვარში ახალი სამსაკურთხევლიანი ტაძრის საძირკველი აკურთხეს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ