ზემო სვანეთში სამედიცინო კონფერენცია გაიმართა
ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაში Medical Park Hospitals-ის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
ბერი ანდრიას ფონდის (Monk Andrew's Foundation) ორგანიზებით, ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამედიცინო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში Medical Park Hospitals-ის ექიმებმა მესტიის ამბულატორიული გაერთიანების თანამშრომლებს პროფესიული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის მთავარი მიზანი ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის გაზიარება იყო.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მოწვეულმა პროფესორებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს, რაც ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ბერი ანდრიას ფონდი მადლობას უხდის მესტიის მუნიციპალიტეტის ამბულატორიული გაერთიანების დირექტორს თეა ცინდელიანს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და კულტურულ საკითხებში დარგობრივ კურატორს ლევან კიკვიძეს, ასევე მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სასტუმრო ,,მესტია ინნს“, რესტორან „სანსეტს“, კაფე „ლილეს“ და კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ღონისძიების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ფონდის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია, რომელიც რეგიონებში ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებმა წმინდა ზიარება მიიღეს.