მამა გიორგი გარდიშიანი სამღვდელო მსახურებას სხვა ტაძარში განაგრძობს

3 ივლისი 10:54
180
მამა გიორგი გარდიშიანი. ფოტო: ღვთისმშობლის ხარების ტაძარი მამა გიორგი გარდიშიანი. ფოტო: ღვთისმშობლის ხარების ტაძარი

თბილისის ღვთისმშობლის ხარების ტაძარმა მრავალწლიანი მსახურებისთვის მამა გიორგი გარდიშიანს მადლობა გადაუხადა და ახალ მსახურებაში ღვთის შეწევნა უსურვა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი გიორგი გარდიშიანი სამღვდელო მსახურებას სხვა ტაძარში განაგრძობს.

ამის შესახებ თბილისის ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ჭანტურიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ მამა გიორგი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ხარების ტაძარში მოღვაწეობდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ წლების განმავლობაში სასულიერო პირმა ტაძრარში სამრევლოსთან ერთად არაერთი განსაცდელი, სიხარული და წარმატება გაიზიარა, რაც საერთო სულიერი გამოცდილების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

დეკანოზმა დავით ჭანტურიამ მამა გიორგი გარდიშიანს მადლობა გადაუხადა ერთგული მსახურებისა და თავდადებისთვის, ასევე იმ სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ტაძრისა და მრევლის მიმართ იჩენდა.

ხარების ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგის ახალ მსახურებაში ღვთის შეწევნა, სულიერი სიმტკიცე, სიხარული და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მუხურჩსა და ლეკოტიეში პარაკლისი აღავლინა.

მამა გიორგი გარდიშიანი სამღვდელო მსახურებას სხვა ტაძარში განაგრძობს - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ