ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მუხურჩსა და ლეკოტიეში პარაკლისი აღავლინა

3 ივლისი 10:16
108
მიტროპოლიტი სტეფანეს შეხვედრა მუხურჩის მოსახლეობასთან. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი სტეფანეს შეხვედრა მუხურჩის მოსახლეობასთან. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მეუფე სტეფანემ ილოცა მუხურჩის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის მშენებარე ტაძარსა და ლეკოტიეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ასევე შეხვდა მუხურჩის მოსახლეობას.

2 ივლისს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯაშვილი) პარაკლისი აღავლინა მუხურჩის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის მშენებარე ტაძარში.

ამავე დღეს მეუფე სტეფანე შეხვდა მუხურჩის მოსახლეობას, გაესაუბრა ადგილობრივებს, მოისმინა მათი საჭიროებები და დალოცა შეკრებილნი.

დღის განმავლობაში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ასევე პარაკლისი აღავლინა ლეკოტიეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ილოცა ეკლესიის, საქართველოსა და ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბანძის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მიტროპოლიტმა სტეფანემ სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ