ზუგდიდის №10 საბავშვო ბაღში ღონისძიება „ძველი და ახალი დრო“ გაიმართა

2824
02 ივლისი 19:15
26
ღონისძიება N 10 საბავშვო ბაღში ღონისძიება N 10 საბავშვო ბაღში

პატარებმა სიმღერებით, ცეკვებითა და თეატრალური წარმოდგენებით წარსულისა და თანამედროვეობის კავშირი წარმოაჩინეს.

ღონისძიება „ძველი და ახალი დრო“ ზუგდიდის №10 საბავშვო ბაღში განსაკუთრებული სითბოთი და სადღესასწაულო განწყობით გაიმართა.

აღსაზრდელებმა სიმღერების, ცეკვებისა და საინტერესო წარმოდგენების საშუალებით გააცოცხლეს წარსულისა და თანამედროვეობის ეპიზოდები. მათ მაყურებელს შეახსენეს, რომ მიუხედავად დროისა და სამყაროს ცვლილებისა, უცვლელი რჩება ისეთი უმთავრესი ღირებულებები, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა და ტრადიციების ერთგულება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის მეთოდისტი სოფო შანახავა, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სასულიერო პირები – დეკანოზი პავლე გოგოხია, დეკანოზი ლაზარე ჯიქია და დეკანოზი ბართლომე შულაია.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს დასწრებისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ მომავალ თაობას სწორედ ტრადიციების პატივისცემითა და ეროვნული ღირებულებების დაცვით უნდა შევუქმნათ უკეთესი მომავალი.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ