პატრიარქმა უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.
1 ივლისს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში სსიპ – ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო.
შეხვედრა თბილ და გულითად გარემოში გაიმართა. მისმა უწმინდესობამ დალოცა ბავშვები, სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, პედაგოგები და მშობლები, ასევე მათთან სულიერ საკითხებზე ისაუბრა.
სტუმრებმა პატრიარქს გულთბილი მიღებისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს, ხოლო მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს.
შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა შიო III-მ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრად ჯვრები გადასცა.
ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III 28 ივნისს აბიტურიენტებს დალოცავს.