ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უმასპინძლა
მეუფე გრიგოლმა ალან პერსელსა და მის თანმხლებ პირებთან შეხვედრისას საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები დალოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
2026 წლის 25 ივნისს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის საეპარქიო სახლში მიიღო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის დასასრულს მეუფე გრიგოლმა დალოცა საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას წარმატება უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტებმა იობმა და ილარიონმა სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინეს.