მარტვილში ეპისკოპოსმა სტეფანემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისი აღასრულა და მოსახლეობას შეხვდა

2824
19 ივნისი 15:49
18
 პარაკლისი მარტვილის მფარველ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან და შეხვედრა კულტურის სახლში მოსახლეობასთან პარაკლისი მარტვილის მფარველ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან და შეხვედრა კულტურის სახლში მოსახლეობასთან

ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა მარტვილის კულტურის სახლში ადგილობრივებთან შეხვედრისას სულიერ და საზოგადოებრივ საკითხებზე ისაუბრა.

18 ივნისს, ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალიჯაშვილი) მარტვილში, ქალაქის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ პარაკლისი აღასრულა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მეუფე სტეფანე მარტვილის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და შეეხო როგორც ეკლესიურ-სულიერ, ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

მღვდელმთავარმა დამსწრეებს მიმართა სიტყვით, ისაუბრა ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობაზე, ეკლესიის როლსა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ეპისკოპოსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გაიმართა და თბილ, საქმიანი დიალოგის გარემოში წარიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა კურსდამთავრებულებს მიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ