ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძრის მშენებლობა იწყება

2824
19 ივნისი 15:40
20
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ტაძრისთვის ტერიტორიას ათვალიერებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ტაძრისთვის ტერიტორიას ათვალიერებს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ქალაქში დიდი მღვდელმთავრის, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აშენდება.

ზუგდიდში, ღვთის წყალობითა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დიდი მღვდელმთავრისა და საკვირველთმოქმედის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძრის მშენებლობა იწყება.

ტაძრის აგება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება როგორც ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისთვის, ისე მთლიანად რეგიონის სულიერი ცხოვრებისთვის. ახალი სალოცავი კიდევ უფრო გააძლიერებს საეკლესიო და საზოგადოებრივ ცხოვრებას და მორწმუნეებს ლოცვისა და სულიერი განმტკიცების ახალ სივრცეს შესთავაზებს.

წმინდა ნიკოლოზი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანია ქრისტიანულ სამყაროში, რომლის მეოხებას მრავალი მორწმუნე განსაკუთრებული სასოებით მიმართავს.

„წმინდა ნიკოლოზის მეოხებით, უფალმა დალოცოს ტაძრის აღმშენებელნი და მშრომელნი მისნი. ამინ“ — აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ