ხაშურში პროექტ „ვიცნობდეთ წმინდა წერილს“ ფარგლებში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა

2824
19 ივნისი 15:31
9
პროექტის „ვიცნობდეთ წმინდა წერილს“ ფარგლებში მეგობრული ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა.ფოტო: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია პროექტის „ვიცნობდეთ წმინდა წერილს“ ფარგლებში მეგობრული ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა.ფოტო: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

საკვირაო სკოლების აღსაზრდელებმა წმინდა მარკოზის სახარების ცოდნაში იასპარეზეს, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ხაშურის პროფესიულ კოლეჯ „ქართლში“ პროექტის „ვიცნობდეთ წმინდა წერილს“ ფარგლებში მეგობრული ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა, რომელშიც სურამისა და ხაშურის ეპარქიის საკათედრო ტაძრის საკვირაო სკოლა „ნათლისმცემლის“და ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ვანის საკვირაო სკოლა „ადონაი-ნისის“ აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირთა ჩართულობით ჩატარდა და შემეცნებით, მეგობრულ გარემოში წარიმართა. კონკურსის მიზანი მოზარდებში ბიბლიური ტექსტების მიმართ ინტერესის გაღვივება, წმინდა წერილის სიღრმისეული შესწავლის ხელშეწყობა, ცოდნის გაღრმავება და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება იყო.

კონკურსის მონაწილეებმა ცოდნა ახალი აღთქმის, წმინდა მარკოზის სახარების პირველი ათი თავის მიხედვით შეამოწმეს. ღონისძიებას უძღვებოდა ქუთათელ-გაენათის ეპარქიის საკვირაო სკოლების პედაგოგი იაგო შენგელია.

ღონისძიების ორგანიზატორმა, მამა დავით კაბერაშვილმა და პროექტის ავტორმა, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირმა და ვანის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა მამა ესაია ბუბუტეიშვილმა, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, პაატა ჩადუნელს.

„მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებს. წმინდა წერილის გაცნობა და შესწავლა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის სწორად ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. მადლობა საკვირაო სკოლებსა და სასულიერო პირებს ბავშვების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის“, — განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა.

ღონისძიების ფარგლებში სურამისა და ხაშურის ეპარქიის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა ქორეოგრაფიული ნომრებიც შეასრულეს. კონკურსის დასასრულს კი მონაწილე გუნდებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობის კონკურსს აცხადებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ